თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2025 წლის 18-19 დეკემბერს გამართავს მწერლის, მეცნიერისა და მთარგმნელის - შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილ ინტერდისციპლინურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - ქართული კულტურის მოამაგე - შალვა ვარდიძე
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 15 ნოემბრამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:
- მიგრაცია და იდენტობა;
- ქართველი მწერლები საქართველოსა და უცხოეთში;
- საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა;
- ქართველი კათოლიკე მღვდლები უცხოეთში;
- “ვეფხისტყაოსნის” უცხოენოვანი თარგმანები;
- თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: თსუ-ის პირველი კორპუსი, თბილისი.
სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რინალდო მარმარას წიგნის “Documents pour l'histoire de l'Église géorgienne: Turquie, 1895-1934" (Vol.I; Vol.II); („ქართული ეკლესიის ისტორიის დოკუმენტები: თურქეთი, 1895-1934) პრეზენტაცია.
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204. ekaterine.navrozashvili@tsu.ge